თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც კერძო სახლი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან ამოყვანილია ერთი მამაკაცი, რომელიც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ნავთლუღის დასახლებაში მოხდა აფეთქება, აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო იქ მცხოვრებმა არტურ მიხოიანმა, რომელიც მოჰყვა ნანგრევებში, სახლი იყო ბარაკის ტიპის ერთსართულიანი, დააახლოებით 50 კვ. მეტრის ფართობის, რომელეც ამჟამად მთლიანად დანგრეულია. მოქალაქე იყო კონტაქტური, როდესაც მაშველები მივიდნენ ადგილზე. ამის შემდეგ ის გადაყვანილი იქნა რეფერალურ საავადმყოფოში“,- განაცხადა თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა კობა ბრეგვაძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ სახლში სხვა პიროვნება არ იმყოფება, ამის შესახებ დაზარალებულმა მაშველებს თავად განუცხადა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები იყო მობილიზებული.



მასალის გამოყენების პირობები






