1500 ლარიანი ჯარიმის გამო ციხისძირის მაცხოვრებელმა თავი მოიკლა
შემთხვევა - 22:28, 10 Oct, 2014     1930

სოფელ ციხისძირის მაცხოვრებელი შეშის უკანონო ჭრისთვის 1500 ლარით დააჯარიმეს, მან კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ებრალიძეების ოჯახს ასეთი ჯარიმა 3 წლის წინათაც გადაიხადა. მეორედ დაჯარიმების ფაქტს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო.

სოფელ ციხისძირის მოსახლეობა ადგილობრივის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ და არც გარდაცვლილის ოჯახის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი მათ შეშის მოჭრისა და სახლში მიტანის უფლებას არ აძლევს. ციხისძირელების მტკიცებით, ებრალიძეების ინციდენტის შემდეგ შეზღუდვები შემცირდა. თუმცა, ადგილი, საიდანაც შეშის გამოტანა შეუძლიათ, მიუდგომელია და შეშის ტყიდან გამოტანა შეუძლებელი ხდება.

ციხისძირელების ბრალდებებს არ იზიარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გიზო ჩოხელის მტკიცებით, მეტყევეებს ებრალიძეების ოჯახი არ დაუჯარიმებიათ. მათ, უბრალოდ, გაფრთხილება მისცეს. ებრალიძეებისთვის ჯარიმის გამოწერას არ ადასტურებს გარემოს დაცვის მინისტრიც.

სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42