აზერბაიჯანში ავარიის შედეგად 10 წლის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
შემთხვევა - 17:16, 09 Oct, 2014     1879

აზერბაიჯანში ავტოავარიის შედეგად დაღუპული 3 მგზავრიდან ერთი, 10 წლის ბავშვი საქართველოს მოქალაქეა. ავტობუსი, რომელიც ავტოსაგზაო სემთხვევაში მოჰყვა და დაიწვა, კერძო პირს - ვასიპ ოსმანოვს ეკუთვნოდა.

მძღოლს ხელშეკრულება სადახლოზე კომპანია „ინასთან“ ჰქონდა გაფორმებული და რეგულარულ რეისებით სადახლო-ბაქოს მიმართულებით დადიოდა.

საქართველოს ტერიტორია ოსმანოვმა მგზავრებთან ერთად 3 დღის წინ დატოვა და ის დღეს უნდა დაბრუნებულიყო.

„ინაში“ ავარიის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შესაძლოა, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. დამატებით ინფორმაციას აზერბაიჯანში მომხდარ ტრაგედიაზე კომპანიაში არ ფლობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა აზერბაიჯანში, ბაქოდან 370 კილომეტრის დაშორებით, გეგკელის რაიონში გვიან ღამით მოხდა. ავარიის შედეგად გარდაცვლილი 2 ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა. დილიდან რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა. ავტობუსში, რომელიც სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, სულ 40-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში დილის 4 საათისთვის გადაიყვანეს. მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის არის ავტობუსის მძღოლიც. საავადმყოფოში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებული მგზავრები აცხადებენ, რომ სატვირთო მანქანა და ავტობუსი ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი, რომელიც დაშავებული ქართველების საბუთების მოწესრიგებაზე მუშაობს, რათა დროულად მოხერხდეს მათი გადმოყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42