აზერბაიჯანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბაქო-თბილისის მარშრუტით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა.
აზერბაიჯანის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 40-მდე მგზავრი. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი ბავშვია. გარდაცვლილი ორი პიროვნებიდან საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არის, ხოლო მესამე გარდაცვლილის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ჭიანურდება, რადგან დაღუპული ბავშვის საბუთები ხანძრის შედეგად განადგურდა.
"ამ გარდაცვლილი სამიდან პიროვნებიდან, ორი არ არის საქართველოს მოქალაქე. ერთი ბავშვია კიდევ გარდაცვლილი, სამწუხაროდ მისი დოკუმენტები არის განადგურებული ხანძრის შედეგად და ახლა ვარკვევთ მის მოქალაქეობას, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, ამ წუთებში მიმდინარეობს ამ მოქალაქეების ვინაობის დადგენა, ამ ეტაპზე დაახლოებით 7 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მათ აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, 2 ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში, მათ შორის მძროლიც“,- განაცხადა საქართველოს კონსულიმა აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






