მეტროს სადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გოგონას, რომელიც შინ ბრუნდებოდა, უცნობი პირები დახვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაძარცვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ გვერდზე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე წერს.
„რამდენიმე წუთის წინ ჩემს მეზობელ თაკოს სადარბაზოში თავს დაესხნენ და ახრჩობდნენ, წაიღეს ტელეფონი და 20 ლარი...პატრული დედამისს ეუბნება: გვიან რომ მოდის, არ უნდა დახვდეთო?!“– წერს ჟურნალისტი.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას "აიფონი5" და 20 ლარი წაართვეს. არსებული ინფორმაციით, მას ყელის მიდამოებში სილურჯეები აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები.
„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი მათ არ დაადასტურეს.

მასალის გამოყენების პირობები






