თბილისში ე.წ. ციგნების ბაზრობის დაზარალებუი მოვაჭრეები ხანძრის გაჩენის მოტივად ძარცვის ფაქტს ასახელებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მძარცველებმა ჯერ სავაჭრო საქონელი წაიღეს და კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს.
„აქ მელაგა პარკებში შენახული 400 წყვილი საქონელი, არც ერთი აღარ არის ადგილზე. გამოდის, რომ წაღებულია საქონელი და შემდეგ არის ცეცხლი წაკიდებული“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
თბილისში, ე.წ. ციგნების ბაზრობა გამთენიისას დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა.
სახანძრო ბრიგადამ წინაძღვრიშვილის ქუჩაზე სახლის სახურავებზე არსებული ცეცხლი უკვე ჩააქრო. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.
ე.წ. ციგნების ბაზრობაზე 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული ჯერ არ არის. ადგილზე 24 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






