,,მე თითქმის არაფერი ვიცი ლიგა 1-ზე, მაგრამ თავად ლიგა 1-ში კარგად მიცნობენ’’, - ზლატანის პირველი სიტყვები მისი ოფიციალური წარდგენის დროს.
,,რა უვარგისი პასებია?’’ - სეზონის დასაწყისში იბრა ძალიან უკმაყოფილო იყო თანაგუნდელ ბლეიზი მატუიდით.
,,ნკულუ? ვინ არის? ასეთს არავის ვიცნობ. არასდროს გამიგია მასზე’’, - ,,მარსელთან’’ მატჩის წინ იბრაჰიმოვიჩმა პირველად გაიგო იმ მცველის სახელი, ვის წინააღმდეგაც მოუწევდა თამაში.
,,გუნდი კი არა, ნეხვია!’’ - მარსელი-პსჟ-ის (2:2) მატჩის შესვენებაზე შვედმა თანაგუნდელებს უთხრა, თუ რას ფიქრობდა მათზე.
,,ჩემი შვილიც კი უკეთ თამაშობს!’’ - ,,ტრუასთან’’ მატჩის შესვენებაზე, როცა პარიზული გუნდი მინიმალური ანგარიშით იგებდა, იბრა უკმაყოფილო იყო ანგარიშით. საბოლოოდ პსჟ-მა ,,ტრუა’’ გაანადგურა.
,,ჩემი აზრით, იდეალური ადამიანი არ არსებობს. თუ ვინმე ამბობს, რომ ის იდეალურია, ესე იგი, ის ნამდვილი ნაგავია’’, - მორიდებული ზლატანი.
მასალის გამოყენების პირობები






