კიდევ ერთი უბედური შემთხვევა - 20 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა - 15:03, 03 Sep, 2014     7439

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავცრელებს ინფორმაციას ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 20 წლის გიორგი ასანიძე გარდაცვლილი იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი გიორგი გიორგის ძე ასანიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც, წვევამდელი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს. 1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42