ეს მატჩი მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. არავინ ელოდა, რომ იოჰამ ლიოვის გუნდი ასე გაწირავდა მასპინძელ ქვეყანას და საკუთარ კედლებში შეარცხვენდა.
ახლა კი მოგახსენებთ, რეკორდებს, რომელიც ამ მატჩში მოიხსნა
1. მსოფლიო ჩემპიონატების 1/2 ფინალში ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს დამარცხებულა გუნდი. აქამდე რეკორდი იყო 1:6. ეს ანგარიში 3-ჯერ დაფიქსირდა. ურუგვაი 6:1 იუგოსლავია, არგენტინა 6:1 აშშ, გერმანია 6:1 ავსტრია. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გერმანელები ცივსისხლიანები არიან და არავის ინდობენ, გერმანული მანქანა შეუჩერებელია!!!
2. 1920 წლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს ამ ანგარიშით წაგებული არ ჰქონდა. ბოლოს 6 ბურთით 1920 წელს ურუგვაისთან დამარცხდა სამხრეთ ამერიკული გუნდი (6:0).
3. ბრაზილიამ 2014 წლის მუნდიალზე 14 გოლი გაუშვა. მსგავსი ცუდი შედეგი ამ ნაკრებს 1938 წლის შემდეგ არ ჰქონია.
4. 1975 წლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს სახლში მატჩი წაგებული არ ჰქონდა. ზემოთხსენებულ წელს ბრაზილიელები კოპა ამერიკის შეხვედრაში დამარცხდნენ 3:1 პერუსთან.
5. არასდროს, ოფიციალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებს 7 გოლი არ ჰქონია გაშვებული.
6. მიროსლავ კლოზე გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი დააგროვა მსოფლიო ჩემპიონატზე – 16.
7. მიროსლავ კლოზე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ითამაშა.
8. ტომას მიულერის გოლი მე-2000 გოლი იყო გერმანიის ნაკრებისთვის.
9. მიროსლავ კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-16 მატჩი მოიგო, ის ამ მაჩვენებელშიც პირველია და ბრაზილიელ კაფუს გადაასწრო.
მასალის გამოყენების პირობები






