დაძაბული მერვედფინალები და მეოთხედფინალური წყვილები
სპორტი - 21:45, 03 Jul, 2014     3188
დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი. ორდღიანი შესვენების შემდეგ გაიმართება მეოთხედფინალები, სადაც გუნდები ასე დაწყვილდნენ:

4 ივლისი,
20:00 გერმანია - საფრანგეთი;
24:00 ბრაზილია - კოლუმბია
(გამარჯვებულები 8 ივლისს ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს)
5 ივლისი,
20:00 არგენტინა - ბელგია
24:00 ჰოლანდია - კოსტა-რიკა
(გამარჯვებულები 9 ივლისს ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს)

თუ გადავხედავთ მეოთხედფინალურ წყვილებს, ერთი შეხედვით, ყველა ლიდერმა წარმატებას მიაღწია, თუმცა... შეგახსენებთ მატჩების ყველაზე მთავარ პერიპეტიებს.

ბრაზილია - ჩილე 1-1; პენალტების სერია (3-2)

ყველაზე მეტად დაძაბული სწორედ პენტაკამპეონების მატჩი გამოდგა - გავიხსენოთ ძირიტადი დროის უკანასკნელ წუთზე სასწაულებრივად გადარჩნენ მარცხს, ხოლო პენალტების სერიაში 5! მოგერიებული თუ გაცუდებული თერთმეტმეტრიანი ვნახეთ.

კოლუმბია - ურუგვაი 2 - 0
სამხრეთ ამერიკელთა ეს დაპირისპირებაც საინტერესო გამოდგა, მასში ჩემპიონატის ულამაზესი გოლი ვიხილეთ, თუმცა კოლუმბიამ თავიდანვე ჩაიგდო ხელთ უპირატესობა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.


ჰოლანდია - მექსიკა 2-1
დრამატული მატჩი სადაც მექსიკის საკმაოდ სიმპატიური ნაკრები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში იგებდა, თუმცა, უკანასკნელ წუთებზე, რობენის მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და ნარინჯისფრებმა არამარტო გაათანაბრეს ანგარიში, არამედ საბოლოოდ ურთულეს გამარჯვებასაც მიაღწიეს.

კოსტა-რიკა - საბერძნეთი 1-1 პენალტების სერია (5-3)

კოსტა-რიკა, რომელიც ჩემპიონატის რამოდენიმე სენსაციური შედეგის ავტორია, თავის ისტორიაში ყველაზე მაღალ შედეგს აღწევს - ამ ქვეყნის ნაკრები პირველად გავიდა მეოთხედფინალში, მართალია პენალტების სერიით, მაგრამ დამსახურეებულად. ვნახოთ, მას წინ ჰოლანდია ელოდება...

საფრანგეთი - ნიგერია 2 - 0

არანაკლებ ანერვიულა თავისი გულშემატკივრები საფრანგეთმა, ნიგერიამა არამარტო გაუძლო ფრანგების შეტევას 80 წუთის მანძილზე, არამედ თავადაც არაერთხელ სახიფათოდ შეუტია. თუმცა, ფრანგების კლასმა თავისი ქნა - პოგბას 79-ე წუთზე გატანილ გოლის შემდეგ შეტევაზე გადასულმმა ნიგერიელებმა 90-ე წუთზე მეორე გოლიც მიიღეს საკუტარ კარში.

გერმანია - ალჟირი 0 - 0; დამატებითი დრო 2 - 1

ფაქტიურად სენსაციური შედეგი - ჩემპიონატის ყველაზე სტაბილურად ძლიერი გუნდი, ექსპერტებისა და ბუკმეკერების უდავო ლიდერი 2 ტაიმის განმავლობაში, საკმაოდ დაძაბულ და ორმხრივად სახიფათო შეტევებით დატვირთულ მატჩს ატარებს ალჟირთან, რომელსაც ყველა განადგურებას უწინასწარმეტყველებდა.
გერმანული მანქანა დამატებით დროში ამუშავდა, თუმცა, ალჟირმა ბოლომდე იბრძოლა - ფავორიტთა ორ გოლს ალჟირელებმა ოვერტაიმების მიწურულს ერთით უპასუხეს და მებრძოლი სულისთვის ოვაციებიც დაიმსახურეს.


არგენტინა - შვეიცარია 0 - 0. დამატებითი დრო 1 - 0
შვეიცარიელთა საათივით აწყობილმა გუნდმა 118 წუთი გაუძლო მესისა და მისი თანაგუნდელების შეტევებს, თავადაც გამოაჩინა "ბრჭყალები" მაგრამ ოვერტაიმების დასრულებამდე 2 წუთით ადრე დი მარიამ მაინც მოახერხა და თავისი გუნდი პენალტების სერიისგან იხსნა.

ბელგია - აშშ 0 - 0; დამატებითი დრო 2 - 1

ექსპერტების ვარაუდი გამართლდა - საინტერესო და თანაბარი ორთაბრძოლის შედეგად ევროპელენმა მხოლოდ დამატებით დროში გაიმარჯვეს .

* * *
ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ვნახოთ, გველის თუ არა კვლავ სენსაციური შედეგები და რამდენად შესძლებენ ძალტა მობილიზებას საკმაოდ რთულბრძოლაგამოვლილი ლიდერები






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42