13 ივნისს სალვადორში "არენა ფონტეზე" B ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთი ლუი ვან გაალის ჰოლანდიას დაუპირისპირდა.
26-ე წუთზე სტეფან დე ვრეიმ საჯარიმოში დიეგო კოშტამოცელა (ამ შემთხვევაში, როგორც ბრაზილია-ხორვატიის მატჩში, პენალტი საეჭვო იყო), ხოლო ჩაბი ალონსომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გახსნა ანგარიში.
ჰოლანდიამ 44-ე წუთზე გაათანაბრა, მარცხნიდან დეილი ბლინმა ჩააწოდა, ხოლო რობინ ვან პერსიმ წინ გამოსულ იკერ კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო.
მეორე ტაიმის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ასე ნაწილებად დაიშლებოდა, თუმცა ზუსტად ეს მოხდა.
53-ე წუთზე საგოლე პასით თავი ისევ დენი ბლინდის ვაჟმა გამოიჩინა თავი - არიენ რობენმა იოლად ჩამოიცილა პიკე და გაიტანა - 1:2.
65-ე ვესლი სნეიდერის ჩაწოდებას ვერ გაუმკლავდა იკერ კასილიასი და სტეფან დე ვრეიმ ცარიელ კარში 1 მეტრიდან გაიტანა.
72-ე წუთზე იკერ კასილიასმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და რობინ ვან პერსის დუბლი შეასრულებინა - 1:4.
80-ე წუთზე არიენ რობენმა კონტრშეტევაზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა - 1:5.
წყარო: sportal.ge
მასალის გამოყენების პირობები






