სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა
სპორტი - 20:22, 05 Jun, 2014     3481
არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მკლავჭიდის ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის’’ ფარგლებში გაიმართა. ტურნირს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრებაში 27 მოზარდი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები, თასი და მედლები გადაეცათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას სხვადასხვა სპორტული და სახელობო სწავლების, არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსებისა და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებას რამდენიმე დღის წინაც ესტუმრნენ. მათ მოზარდებს სპორტული აღჭურვილობა, ბუცები, კეტები და ბურთები გადასცეს.

6 თვიანი პროგრამის ფარგლებში ვარჯიშები ფეხბურთსა და რაგბიში სპეციალურად მიწვეული მწვრთნელების მეშვეობით დაწესებულებაში კვირაში ორჯერ ჩატარდება. პერიოდულად კი ტურნირები გაიმართება.

არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბისა და ფეხბურთის სწავლების გარდა, ხეზე კვეთის, ხის მხატვრული დამუშავების გაკვეთილებიც ტარდება, ასევე მიმდინარეობს ტრენინგ-კურსი საგანმანათლებლო დებატებში.

პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42