,,ჩვენი დიდი სურვილია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო და დარწმუნებული ვარ, რომმ დღეის შემდეგ ეს პრობლემები აღარ იქნება ძიუდოში და დიდ მოლოდინში ვართ, რომ წარმატებებიც იქნება.დრეს ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტა, რომ დავით ქევხიშვილი ყოფილიყო ფედერაციის ხელმზღვანელი. ის ერთხმად იქნა არჩეული, რადგან ორმა კანდიდატმა-ირაკლი ცირეკიძემ და თემურ ხუბულურმა კანდიდატურა მოხსნა და ქევხიშვილი იქნა მხარდაჭერილი"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
,,მივესალმებით დავით ქევხიშვილის არჩევას ამ თანამდებობაზე. ყრილობამ ყოველგვარი ექსცესის გარეშე ჩაიარა და მიხვდა საზოგადოება იმას, რომ ძიუდოს ასეთი განმუხტვა აუცილებელი იყო"- განაცხადა თამაზ ნავერიანმა, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამ წუთებში მიმდინარეობს გამგეობის სხდომა, სადაც სამ ვიცე-პრეზიდენტს დაასახელებენ, ასევე გენერალურ მდივანსაც. ქევხიშვილი სამუშაო პროცესს ხვალ შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






