დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” საუბარში განაცხადა, რომ ოლეგ გუსევს მისთვის მადლობა არ გადაუხდია, თუმცა კანკავა მიიჩნევს, რომ მან ეს არც უნდა გააკეთოს.
- რამდენიმე დღის განმავლობაში youtube-ზე ატვირთულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინეთ, თითქმის ოთხმა მილიონმა ადამიანმა ნახა. თქვენი თვალებით სიტუაცია როგორ გამოიყურებოდა?
- ოლეგისა და დენისის საშინელი შეჯახების შემდეგ, “დინამოს” ფეხბურთელთან სხვებთან შედარებით ყველაზე ახლოს აღმოვჩნდი. მაშინვე მივხდი, რომ გუსევი უგონოდ იყო და დახმარებას შევეცადე. ყველაფერი გავაკეთე რაც იმ მომენტში შემეძლო.
- როგორც ჩანს, თქვენს საფეხბურთო კარიერაში მსგავსი რამ პირველად არ შეგმთხვევიათ...
- რაღაც მსგავსი ერთხელ საქართველოს ნაკრების მატჩის დროს მოხდა. გარდა ამისა, “დნიპროს” შემადგელობაში შეკრებაზე ყოფნის დროს ერთ-ერთ ეპიზოდში გონება ჯულიანუმ დაკარგა.
- პირველი დახმარების აღმოჩენა სად ისწავლეთ?
- სპეციალურად არსად მისწავლია. უბრალოდ, სადღაც ვნახე ეს როგორ კეთდება და იგივეს გამეორებას შევეცადე.
- ახლა თქვენზე როგორც ნამდვილ გმირზე საუბრობენ...
- გულშემატკივრების მხრიდან ამას ვგრძნობ. თუმცა, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჩემი აზრით, რომან ზოზულიამ არანაკლები გააკეთა. ასე მოხდა და ვფიქრობ, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. თქვენ რომ ყოფილიყავით მსგავს სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდით?
- თავად გუსევმა გადარჩენისთვის მადლობა უკვე გადაგიხადათ?
- არა, მაგრამ მან ეს არც უნდა გააკეთოს. მთავარია, რომ ოლეგი კარგად იყოს.
1-ელ აპრილს კიევის "დინამოსა” და „დნიპროს“ თამაშის დროს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიეველთა გონებადაკარგულ კაპიტან ოლეგ გუსევს პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
წყარო: worldsport.ge
მასალის გამოყენების პირობები






