როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სასჯელი მოჰყვა ესპანეტის ჩემპიონატში საერთაშორისო ტრანსფერების რეგლემენტის დარღვევას და 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელების რეგისტრაციას.
საუბარია ესპანეთის მოქალაქეობის არმქონე რამდენიმე ფეხბურთელზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ოფიციალურ შეჯიბრებებში 2009 წლიდან 2013 წლამდე. ფიფას წესებით, 18 წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტის ხელმოწერა არ შეიძლება.
ახლა „ბარსელონა“ ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, 2015 წლის ზაფხულამდე, ვეღარ შეძლებს ახალბედების შეძენას და გარდა ამისა, გადაიხდის ჯარიმას 450 ათას შვეიცარიულ ფრანკს.
ამასთან, იგივე მიზეზის გამო, დაისაჯა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც 500 ათასი ფრანკით დააჯარიმეს და დაავალდებულეს წლის მანძილზე ყველა დარღვევა აღმოფხვრას.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






