ღარიბაშვილის კონკურენტი ალასანიაა, მარგველაშვილს კი შეუძლია პოლიტიკის დირიჟორი გახდეს
პოზიცია - 12:33, 27 Mar, 2014     7229

რამდენად აქვს გიორგი მარგველაშვილს ძალა და ნება, პოლიტიკურად გაცოცხლდეს; რამდენად დიდი ამბიცია და გამბედაობა აქვს ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ლიდერის როლი ითამაშოს და რამდენად ძლიერია ირაკლი ღარიბაშვილი, დარჩეს უალტერნატივო ლიდერად. რისკენ უბიძგებს კონსტიტუცია სახელისუფლო ლიდერებს და რატომ ერჩიან პრეზიდენტს, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებებს უფრო და უფრო უზღუდავენ. რა ხდება მაშინ, როცა კონსტიტუციის წინააღმდეგ კანონი გამოდის?

,,ნიუპოსტს საკონსტიტუციო უფლებამოსილებებსა და მმართველ გუნდში არსებულ დაძაბულობაზე ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრა.

_კონსტიტუციით, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ანუ პირველადი გადაწყვეტილება - მისი იურიდიული გაფორმება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. მუხედავად ამისა მოქმედმა პარლამენტმა კანონში შეიტანა ცვლილება და პირველად გადაწყვეტილებას ამიერიდან სჭირდება კონტრასიგნაცია [კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა...] ანუ პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა.

მთავრობის მხრიდან იყო მცდელობა პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულიყო მოქალაქეობის მინიჭების ნაწილშიც, თუმცა, აქ მარგველაშვილმა რეაქცია მისცა და შენიშვნები პარლამენტში გადააგზავნა. ის კონსტუქციულად და სახელმწიფოებრივად მოუდგა ამ საკითხს და არ დაელოდა როდის მიიღებდა ამ პროექტს პარლამენტი, რომ შემდგომ მას კანონისთვის ვეტო დაედო. ეს სახელისუფლო ქიშპობისა თუ კრიზისის პრეცენდენტს შექმნიდა.

ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ გამოავლინა ერთი რამ: პრეზიდენტს არა მხოლოდ საპარლამენტო, სამთავრობო მდივანიც სჭირდება. ანუ, პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის რაზე მსჯელობს მთავრობა და რა გადაწყვეტილებებს იღებს ის. მას რომ კომუნიკაცია ჰქონებოდა, ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა. როცა კონსტიტუციაში ერთი ჩანაწერია და როცა ცდილობ ეს ნორმა კანონით შეცვალო, ამას ახსნა არა აქვს.

ეს კონსტიტუცია არის ის მოდელი, რომელიც ყველას აიძულებს ერთმანეთთან ითანამშრომლოს, სხვა შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რთულ და ჩიხურ ვითარებას მივიღებთ.

_ ჩიხურ ვითარებაში რას გულისხმობთ?

_ შევეცდები სრულად წარმოგიჩინოთ პრობლემა: პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, სწორედ იქ მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი. წარმოიდგინეთ, იუსტიციის სამინისტროში, სადაც პროფესიულ იურისტთა ნაკრები უნდა იყოს, გაჩნდა იდეა, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი დაიწეროს. წარმოგიდგენიათ? ასეთი დაშვება იმ იურისტებმა გააკეთეს, ვინც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იყვნენ. იქ დაიბადა ასეთი იდეა და შემდეგ ეს პროექტი გავიდა სამინისტროს ფარგლებს გარეთ და წავიდა მთავრობის კანცელარიაში. იქ ცალკე იურიდიული სამსახურია. იქ, დოკუმენტი იურისტებმა წაიკითხეს და დაეთანხმნენ. პროექტს მსვლელობა მიეცა და მან სამინისტროებში გადაინაცვლა. 18 სამინისტროს არა მხოლოდ მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა, არამედ, იურიდიულმა სამსახურებმა დოკუმენტი მოიწონეს. ამის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა დაუჭირეს მხარი პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ უფლებების შეზღუდვას. ეს ყველაფერი პრემიერის ხელმოწერით გაფორმდა და წავიდა პარლამენტში, სადაც მიეცა მსვლელობა.

_ ისეთი სურათი დახატეთ, თითქოს მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთაა...

_ პოლიტიკური ინტერპრეტაციები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მე ვერ გეტყვით, კულუარები არ ვიცი. ერთი რამ კი ცხადია, მთელი სახელმწიფო სისტემა კონსტიტუციის მიღმა აღმოჩნდა.

_ პოლიტიკური კრიზისი რამდენად შესაძლებელია...

_ ხელისუფლების შიგნით მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება. ანუ, გუნდის შიგნით დაპირისპირებებია. ბოლო დროს გამოჩნდა, რომ, სავარაუდოდ არჩევნების შემდგომ პრემიერი რამდენიმე მინისტრს უშვებს თანამდებობიდან. კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრემიერი ხუთ მინისტრს მაინც შეცვლის, მას პარლამენტის თანხმობა დაჭირდება. ეს ერთ რამეს ნიშნავს - მოთამაშედ შემოდის პრეზიდენტი.

მინისტრის გაშვება, კოალიციური მთავრობის პირობებში, პოლიტიკურ გაგრძელებას ჰპოვებს. თანაც, „გაშვებულის“ სტატუსს პოლიტიკოსი ძნელად თუ შეეგუება. ამიტომაც, თუკი თამაში დასწრებაზე წავა, კონსტიტუციით გარანტირებული გადადგომის უფლება, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

დასწრებაზე თამაშის შემთხვევაში, ხუთმა მინისტრმა - ამდენი უკვე სახელდება მედიაში - რომ გადადგომაზე განცხადება დაწეროს და არათუ თვითონ წავლენ სახლში, პრემიერსაც მიაბრძანებენ სახლში. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფორმით უკვე ვეღარ იარსებებს და ეგრეთ წოდებული დირიჟორის ჯოხი გადადის უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელში. ის ერთადერთი იქნება, ვინც გადაწყვეტს ვინ დაასახელოს პრემიერად.

გადადგომა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საქართველოში ერთხელ უკვე გამოყენებული იყო. ზურაბ ჟვანიამ საკუთარი გადადგომით პოლიტიკური დივიდენდები მიიღო. მეორე შემთხვევა, თეორიულად, ახლა არსებობს.

მარგველაშვილის ვიზიტი ავღანეთში, საგადასახადო საიდუმლოება გამოუქვეყნეს პრეზიდენტის მრჩეველს. ანუ, ფონი გამწვავებულია. ყველაფერი ეს, რაზეც ზემოთაც ვსაუბრობდი, მაფიქრებინებს, რომ რაღაც მოძრაობები შესაძლოა იყოს ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად. კონფიგურაციაზე ვარაუდები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

_ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ღარიბაშვილის, როგორც ლიდერის, ბრძოლა ერთპიროვნული ლიდერობისთვის იგივე მარგველაშვილის წინააღმდეგ?

_ ღარიბაშვილს მოუწევს თავის დამკვიდრება როგორც სამთავრობო პოლიტიკურ გუნდში, რადგანაც იქ მასზე წონიანი ფიგურებიც არიან, ასევე კოალიციაში, სადაც არანაკლები ლიდერები არიან. ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ საკითხს, ეს დამკვიდრების მცდელობაა.

დააკვირდით, პრემიერმა თქვა, ვისც ყველაზე კარგი გგონიათ თავი იმათ გავუშვებ სახლშიო, მხოლოდ გარე მოხმარებისთვის რომ არ არის ასეთი ფრაზები, ვხვდები...

_ ვის ეკუთვნოდა ეს ფრაზა...ალასანიას?

_ ალასანია პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე - თუ ერთადერთი არა - გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა. და ამ თვალსაზრისით, ის ღარიბაშვილის კონკურენტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42