
ტორპედო-დინამოს მატჩის დროს ქუთაისში სტადიონზე გულშემატკივრები შეიჭრნენ, რის შემდეგაც მატჩი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ამასთანდ აკავშირებით ,,ნიუპოსტი“ ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშრდა, მათი თქმით, ფედერაცია მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ხვალ 10 მარტს გააკეთებს.
შეხვედრის მეორე ნახევარში როდესაც „დინამო“ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ 0:2 ამარცხებდა, გულშემატკივარი სტაიდონზე შეიჭრა. „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე შეცვივდნენ და დინამოს ფეხბურთელებს დაერივნენ. მათ შორის მოჰყვა „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერი ჩისკო.
,,დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ქუთაისი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს.
ჩხუბის შედეგად დაშავებულია 5-მდე ფეხბურთელი, ასევე დაშავებული არიან ფანკლუბ ,,გლადიატორის“ წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






