თორნიკე შარაშენიძე: უმრავლესობა უნდა ჩავიდეს კიევში... იქ წყდება რეალურად ჩვენი ბედი
პოზიცია - 14:00, 03 Mar, 2014     3370
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ადეკვატურს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე კარგი იქნება საპარლამენტო უმრავლესობა კიევში თუ ჩავა.
„არ შეიძლება „ოცნებამ“ დაუთმოს ოპოზიციას ეს ინიციატივა, უმრავლესობა უნდა მიხვდეს, რომ უნდა ჩაებას ამ პროცესში, იქ წყდება რეალურად ჩვენი ბედი“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტმა იმ ამოქმედებულ და ასამოქმედებელ ბერკეტებზეც ისაუბრა, რომელიც დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში გააჩნია.
„ამოქმედდა უკვე ერთი ბერკეტი, საფონდო ბირჟა - რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა, თუ ამას უფრო ხელს შეუწყობს დასავლეთი კიდევ იმით, რომ განახორციელებს მიზანმიმართულად შეტევას რუსულ რუბლზე, ეს კიდევ უფრო კატასტროფული შედეგებით გაგრძელდება... ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, ჯერ რეალურად არ განხორციელებულა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების ანგარიშების დაყადაღება და გაყინვა, ისინი სწორედ დასავლეთში ინახავენ ფულს, დასავლეთში ფლობენ ძალიან დიდ უძრავ ქონებას და ეს იქნება მათთვის ყველაზე მძიმე დარტყმა“,- აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ჯერ სამხედრო ბერკეტი არაა მოსალოდნელი, - „იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთთნ ბევრი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ არა მხოლოდ სამხედრო...სამხედროთი ბუნებრივია არ დაიწყებს, დაიწყებს, სწორედ - ფინანსური ბერკეტით“.
შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს იქნება უფრო დიდი დარტყმა რუსეთისთვის.
„ისინი წლობით აგროვებენ ფულს და ქონებას, იქ სიარული ძალიან უყვართ, მათ დასავლეთი სჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე დასავლეთს სჭირდება რუსეთი“,- ამბობს შარაშენიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსების ინტერესებში შედის ის, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, რადგან მისივე განცხადებით, ყველა ვარიანტში სცენარი კატასტროფულად დამთავრდება და პირველ რიგში რუსეთისთვის.
„როგორც ჯონ კერიმ განაცხადა, შესაძლოა, სამხედრო გზებითაც მოხდეს ადეკვატური პასუხის გაცემა. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკული ინსტრუქტორები დაეხმარონ უკრაინის არმიას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბისას თორნიკე შარაშენიძემ.
ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42