დასავლეთის ბანკებში რუსული წარმოშობის ფულის შესწავლა მიმდინარეობს - შაშკინი
პოზიცია - 23:45, 02 Mar, 2014     3557

უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, რა ბერკეტები შეიძლება აამოქმედოს დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ,,ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“, როგორც პოტენციური საომარი მოქმედებები, ასევე ეკონომიკური სანქციებიც. სახელმწიფო მდივნმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავალში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დაწესდება.

,,ნიუპოსტი“ შეფასებისთვის ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში შაშკინი ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღე. მისი თქმით, დიდი ალბათობით სერიოზული პრბლემები შეექმნება რუსულ საფონდო ბირჟას და რუსულ რუბლს.

შაშკინის თქმით, არსებობს დავალება, რომლის მიხედვითაც დასავლეთის ბანკები რუსული წარმოშობის ფულის შემოწმებას იწყებენ.

,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღე, რომელიც ბევრ შეკითხვაზე გასცემს პასუხს. დიდ ალბათობით ხვალ დიდი პრობლემები შეექმნება რუსეთის საფონდო ბირჟას და რუსულ რუბლს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ინტერვენცია გამცოხადდა და ჯარები გააგზავნა, საფონდო ბირჟა არ მუშაობდა. ხვალ იწყებს მუშაობას და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საფონდო ბირჟის მაჩვენებლები და ის, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი რუბლის დაჭერას. ამ ფონზე გამოჩნდება, რამდენად სერიოზული იყო მესიჯები, რომელიც მოდის დასავლეთიდან.

რუსეთი ამზადებს ძალიან დიდ ფულს იმისთვის, რომ სტაბილურობა დაიჭიროს, მაგრამ თვითონ მერყეობის მარჟა უკვე ნათელი სიგნალი იქნება იმისა, რამდენად გაუძლებს რუსეთი პირველ ეტაპზე ეკონომიკურად თავისი ასეთი სულელური ნაბიჯების გადადგმას.

ასევე გეტყვით, რომ გაცემულია დავალება და დასავლეთის ბანკებში მიმდინარეობს რუსული წარმოშობის ფულის შესწავლა. სწორედ ამ ფონზე რამდენად შეძლებს რუსული ბირჟა შენარჩუნებას, ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42