რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ობამამ
პოზიცია - 20:52, 25 Feb, 2014     3432

რა გარანტიების მიცემა მოუწევდა პრემიერს თეთრი სახლისთის და რას ნიშნავს ამერიკის პრეზიდენტთან არაოფიციალური შევხედრა. „ნიუპოსტს“ ელენე ხოშტარია ესაუბრა:

_ბუნებრივია, ღარიბაშვილისა და ობამას შეხვედრა, შემთხვევითი არ იყო, ამერიკის პრეზიდენტი კორიდორში არ დასეირნობდა და შემთხვევით არ შეუხედავს იმ ოთახში, ეს დაგეგმილი იყო. ასეთი „შემთხვევითობა“ არის ობამას მხრიდან ოფიციალურად მოწვევის ალტერნატიული ფორმა. როცა ამერიკის პრეზიდენტი გიწვევს, ეს ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია. არ მინდა, ეს შეხვედრა - იმ თავლსაზრისით, რომ არ იყო ოფიციალური - დავაკნინო. ის რომ ობამა ბაიდენთან ღარიბაშვილის შეხვედრაზე შევიდა და მათ 25 წუთი ისაუბრეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სერიოზული მხარდაჭერაა და ეს მისაღები ფორმაა. ამას თამამად შეგვიძლია დავარქვათ ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა.

_მუდმივად არის კითხვები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციაზე. ეს შეხვედრა რამდენად ნიშნავს, რომ თეთრ სახლს ამ საკითხზე ხელისუფლებასთან და კონკრეტულად ღარიბაშილთან შეკითხვები არა აქვს?

_შეკითხვების არ არსებობას ეს აბსოლიტურად არ ნიშნავს. პირიქით, იმ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა თეთრი სახლის მიერ, პირდაპირ იყო დაფიქსირებული, რო მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ლიდერთან და კანონის უზენაესობა უნდა განამტკიცოს. ბუნებრივია, ეს არის ის კონკრეტული გზავნილი, რომ ამ მთავრობას ოპოზიციასთან ურთიერთობა არა აქვს.

უნდა გვესმოდეს რა კონტექსტში შედგა ეს შეხვედრა. პირველ რიგში, საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ეს დიდი მიღეწევაა საქართველოსთვის, დემოკრატიის განვითარების თავლსაზრისით. ეს არის ყველას დამსახურება. არ შეიძლება ცალკეულ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. ამ ხარისხობრივად ახალ ეტაპს დემოკრატიულ განვითარებაში, ჩვენი მეგობრები ამ შეხვედრით ხაზს უსვამენ.

მეორე და მთავარი მამოძრავებელი ამ შეხვედრის, ეს არის უკრაინის მოვლენები. ანუ ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც უკრაინის მოვლენებმა გამოიწვია. კერძოდ, უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთი მეზობლებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, ძალიან აგრესიულ ფაზაშია. საქართველოს ომიდან მან არათუ არ გამოიტანა გაკვეთილი - რომ ეს არ არის მეზობლებთან ურთიერთობის ფორმა, არამედ, აგრესიული გახდა და უკრაინაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს. რა თქმა უნდა, ამან დასავლეთი, ამერიკა და ევროკავშირი სერიოზულად გამოაფხიზლა. მათი ჩართულობა რეგიონის პრობლემატიკაში არის ბევრად უფრო მაღალი. ისინი მიხვდნენ, რომ ეს მათი უსაფრთხოების პრობლემაა და თუ არ იმოქმედებენ, მაშინ ევროპის უსაფრთხოებას გაუჩნდება პრობლემები. ამიტომ, მათ დაიწყეს პროცესებში ბევრად უფრო სერიოზული ჩართვა. სხვათაშორის, მოლდოვაც არის მიწვეული ბაიდენთან შეხვედრაზე... ჩანს, რომ ამერიკა რეგიონში გააქტიურდა. ეს არის ის ჩარჩო, რომელშიც შედგა ეს შეხვედრა.

_ რა პასუხისმგებლობას აკისრებს ობამასთან შეხვედრა ღარიბაშვილს?

_ ჩვენ შეგვიძლია ამ შეხვედრის იმპულსი გამოვიყენოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ეს შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგად ვაქციოთ, ან შეგვიძლია გავფლანგოთ. სამწუხაროდ, გაფლანგვის ისტორია მდიდარი გავქვს. ამ მთავრობასაც დაუგროვდა კაპიტალის გაფლანგვის გამოცდილება.

პირველ რიგში, არცერთი ხარვეზი საქართველოს დემოკრატიას არ უნდა ჰქონდეს. არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ზრდასთან დაკავშირებით. ცალსახად ეს იქნება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა, სასამართლო რეფორმა, მედია თუ სხვა - აქ უნდა იყოს ყველაფერი მაქსიმალურად კარგად, რომ ამ კითხვების საფუძველი არ გაჩნდეს.

მეორე, ჩვენ ძალინ კონრეტულ შედეგებამდე უნდა მივიდეთ. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ საუბარი საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს რთული საკითხია. ის, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებს აკონტროლებს მხოლოდ რუსეთი - ის არის მილიტარიზებული ტერიტორია - ეს პროვოკაციებისა და სამხედრო აფეთქებების საფრთხეს ქმნის. უნდა ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ იქ საერთაშორისო კონტორლის მექანიზმები. სხვა კიდევ ბევრი საკითხია, რაც ჟენევაში განიხილება. თუმცა, ამ შეხვედრის იმპულსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მნიშვნეოლვან საკითხებში - კონფლიქტებთან დაკავშირებით - წინ წავიწიოთ.

მეორე, ეს არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რაც ქარტიის ნაწილია. იყო კონკრეტული ამოცანები, რასაც ამერიკა გვპირდებოდა და აქაც წინ უნდა წავიწიოთ.

მესამე, ნატოში ინტეგრაციის პროცესი. სექტემბრის სამიტისთვის ეს შეხვედრა სერიოზული იმპულსია. უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ ეს იმპულსი, რომ შედეგს მივაღწიოთ. ეს ასევე არის ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებში პოტენციალი, რაც აგრეთვე უნდა გავაძლიეროთ. აქ იყო საუბარი, მაგალითად, თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე ამერიკასთან.

_ თქვენ კარგად იცნობთ ასეთი შეხვედრების სპეციფიკას. ღარიბაშვილს მოუწევდა ობამასთვის გარანტიები მიეცა, რომ საქართველოში არ იქნება პოლიტიკური დაჭერები და ასე შემდეგ?

_ ისინი მასწავლებლები არ არიან, რომელსაც ჩვენ გაკვეთილებს ვაბარებთ. რა თქმა უნდა, ამ თემას შეეხებოდა ღარიბაშვილი, რადგან საჯარო განცხადებაშია დაფიქსირებული, რომ ყველა ლიდერთან უნდა ითანამშრომლოს. ეს ნიშნავს, რომ შიგნით ამაზე საუბარი იყო. მთავარი არ არის ის, თუ რაზე იყო ლაპარაკი, მთავარია, როგორ მოიქცევა ეს ხელისუფლება და რამდენად შეძლებს კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ახლა უნდა დაველოდოთ როგორი ქმედებები იქნება.

_და ბოლოს, ონიანის დაკავებასთან დაკავშიებით მინდა გკითხოთ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენად იქნება შემაფერხებელი ეს ფაქტი ღარიბაშვილისთვის?

_კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პოლიტკურ პროცესებთან დაკავშირებით ამერიკას აქვს. ეს არის ცალსახა. იმ განცხადებებიდან ეს ჩანს. ამ კრიტიკის ნაწილია, თუნდაც, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოქმედი ადვოკატის დაკავება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ენის გაგება. იქ არავინ ჯოხს არ ამოიღებს და არ დაგიწყებს კონკრეტული სახელების დასახელებას, თუმცა, გზავნილის მიღება უნდა ვისწავლოთ.

რაც შეეხება ონიანის საქმეს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეჭვს იწვევს, რომ მაინცდამაინც ის კონკრეტული ადამიანი, ვინც არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი, დღეს ამოუწიეს 11 წლის წინანდელი ბრალდება, რადგან მოტივაცია აქვთ, რომ გააჩერონ ეს ადამიანი იმ საქმიანობიდან, რომლითაც აღიზიანებს პრკურატურას. გვაქვს გუნავას საქმე, სადაც ნარკოტიკის ჩადების ფაქტია აღიარებული, მაგრამ არავინ არ არის დასჯილი. გვაქვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ მას სერიოზული პრობლემა შექმნოდა. ერთ-ერთი მოწმე პრესკონფერენციიდან წაიყვანეს და შემდეგ გამოაცხადეს, რომ მოწმედ წაიყვანეს. ეს ყველაფერი ქმნის ორმაგი სტანდარტების და პოლიტიკური დევნის სურათს, მითუმეტეს არჩევნების წინ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42