სად მიდის MCC-ის მიერ ამერიკული უნივერსიტეტისთვის გაღებული 60 მილიონი
პოზიცია - 17:13, 13 Feb, 2014     6200

ამერიკული უნივერსიტეტის გარშემო ატეხილ ამ სკნადალურ თემებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტს“ დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რომელიც ამერიკულ მხარესთან დადებული შეთანხმების დროს საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო და თავად მონაწილეობდ აღნიშნულ პროცესში.

_განათლების მინისტრმა ბრძანა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ გაიხსნება, ამ განცხადების ,,გაპრავებას“ შემდეგ მოჰყვა ბევრი ტყუილი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ბუნებრივია ეს უკვე არ გამოსწორდება ამ ხელისუფლების ხელში, ეს უკვე წარსულია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში გაიხსნება. მინდა შევახსენო საზოგადოებას ასეთი გადაწყვეტილება რატომ იყო თავის დროზე მიღებული.

2010 წელს, როცა დადგა სერიოზულად საკითხი საქართველოში უმაღლესი განათლების პერსპექტივაზე, ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, ბევრი მრგვალი მაგიდა გაიმართა და იგივე პოსტულატები, რაც მაშინ გაჟღერდა, 2013 წელს ახალი ხელისუფლების დაკვეთით ჩაიდო შემეგ გია დვალის კონცეფციაში, რომელიც და ამ კონცეფციისთვის ბიძინა ივანიშვილმა მადლობები გადაუხადა დვალს, თუმცა დვალის კონცეფცია ქაღალდზე დარჩა.

ის, რაც დვალმა დაწერა, ჩვენ ამის გაკეთება დავიწყეთ 2010 წელს. იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს უმაღლესი განათლება, საჭიროა ე.წ. ,,ექსელენს ცენტრები“, ეს არის სამაგალითო ცენტრი, სადაც იდება ბევრი რესურის, იმისათვის, რომ ამ ცენტრმა შექმნას განათლების ახალი სტანდარტები, რომელთანაც უნდა გასწორდეს სხვა უამღლესი სასწავლებლები. საჭიროა ლოკომოტივი, რომელიც მთელ მატარებელს სიჩქარეს განუვითარებს, ასთი ლოკომოტივი ჩვენ დავდგით ლიანდაგზე და ახალმა მინისტრმა ერთი ფრაზით ეს ლოკომოტივი ლინადაგიდან გადააგდო და მატარებელი გაჩერდა.

_რა იყო ამერიკული უნივერსიტეტის მთავარი მნიშვნელობა, რის გამოც თქვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად სწორედ ის არჩია?

_არ არსებობს ადამიანი საქართელოში, რომელიც არ დამეთანხმება, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს საინჟინრო კუთხით იგივე ფიზიკა, ქიმია და ა.შ. ზოგადად განათლების კუთხით. სამწუხაროდ ის ხალხი, ვინც მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ, აღარ არიან. დრო გავიდა, იყო 20-წლიანი ჩავარდნა შევეარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული - ბევრი მაღალი რანგის სპეციალისტი გავიდა ქვეყნიდან, ბევრს ასაკიც ემატება, ბევრმა კვალიფიკაციაც ვერ აიმაღლა და ახალგაზრდებიც ამ მიმართულების სპეციალიზაციით არ მიდიოდნენ. ანუ სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ მოდი გავაკეთოთ ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი იმით, რომ პირველ რიგში სტუდენტი მიიღებდა ამერიკულ დიპლომს, რომლითაც იმუშავებდა ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე - სტანდარტი იქნებოდა იგივე, რაც ამერიკაში, ბოსტონში ,,MIT“, რაც არის ნომერ პირველი უნივერსიტეტი, სწორედ იგივე სტანდარტებით. პროფესორები აიმაღლებდნენ კვალიფიკაციას და შეიქმნებოდა ძალიან სერიოზული სამეცნიერო ბაზა, მესამე - ეს უნივერსიტეტი ქართველბისთვის იქნებოდა უფასო და მეოთხე - უცხოელები ჩამოვიდოდნენ ამ უნივერსიტეტში და ისწავლიდნენ და გახდებოდა რეგიონალური ცენტრი.

რა პერიოდია ეს, ანუ თქვენი მინისტრობის პერიოდს ემთხვევა?

ეს იდეა, რომ წარმოიშვა, ზუსტად მაშინ მე ვიყავი განათლების მინისტრი, ეს არის 2010 წელი. საერთოდ ასეთივე იდეა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომ გაეხსნა ასეთი უნივერსიტეტი, მე შევხვდი ,,ქართუ ჯგუფს“, რომლებმაც ასევე გააკეთეს შენობის აშენების პროექტი, მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენი მთავრობის დროს ყველაფერი კეთდებოდა სწრაფად, ვიყავით შედეგზე ორიენტირებული, ხოლო ,,ქართუ ჯგუფი“ ამას ძალიან ნელა ავითარებდა.

_გამოდის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილიც ყოფილა ამ იდეით დაინტერესებული... მაშინ რატომ არ შედგა თანამშრომლობა მაშინდელ ხელისუფლებასა და ივანიშვილის ქართუ ჯგუფ შორის?

_ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს იდეა მოსწონდა და ამას ავითარებდა, მაგრამ ის ამაზე ფიქრობდა... 2010 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა ,,Millennium Challenge Corporation“ MCC, ეს ორგანიზაცია არის შექმნილი ჯორჯ ბუშის ინიციატივით და გასცემს არა გრანტებს და კრედიტებს, არამედ აფინანსებს პროექტებს. ჩვენი ემ-სი-სი ჯგუფის ერთ-ერთი პროექტი იყო თბილისი ახალქალაქის გზა და ჩვენ იმდენად კარგად განვახორციელეთ ეს პროექტი რომ ვიყავით სამაგალითო პარტნიორი მათი. როცა ობამა მოვიდა ხელისუფელბაში, ის ამ ფონდის იდეით არ იყო დიდად მოხიბლული, მაგრამ მერე ჩავიდა განაში და დაპირდა დახმარებას, ჯერ იდგა საკითხი MCC - ის გაუქმებაზე, მაგრამ განას დახმარების გამო, ჩავთალეს რომ MCC უნდა დარჩეს და თუ პირველ ეტაპზე დახმარება მისცეს 20 ქვეყენას, მეორე ეტაპზე მისცეს მხოლოდ ორს - განას და საქართელოს. განას მისცეს იმიტომ, რომ ობამამ დაპირდა, ხოლო საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ კარგად განვახორციელეთ წინა პროექტი.

_რა თანხებზე იყო საუბარი?

_ამერიკელებმა გვითხრეს, რომ MCC გამოყოფს 100-დან 140 მილიონ დოლარამდე საქართველოსთვის და პრემიერ გილაურს ჰკითხეს, რომ სად გინდათ ჩადოთ ეს ფული. იყო თათბრი პრეზიდენტთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და გილაური, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ფული უნდა წავიდეს განათლებაში, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათლება. ჩვენ შევთავაზეთ MCC - ის, რომ მოდით, გავაკეთოთ ამერიკული უნივერსიტეტი. ეს იყო პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის იდეა . გავაკეთოთ ბათუმში, ეს იქნებოდა რეგიონალური ცენტრი. MCC - იმ დაიქირავა ამერიკის საელჩო, რომელმაც ჩაატარა კვლევა და ჩვენ დავიქირავეთ აშშ-ს ტეხასის შტატის უნივერსიტეტების კონსორციუმი, იყო ჩამოსული პრეზიდენტი ამ კონსორციუმის და ამ ორმა ორგანიზაციამ პარალელურად გააკეთა კვლევა და ორივემ დადო იიგივე შედეგი, რომ ეს არის ძალიან მაგარი იდეა.

2011 წელს MCC - სთან დაიწყო მუდმივი მოლაპარაკებები და ამავე წელს გავყევი პრემიერ მინისტრს ამერიკაში, სადაც იყო დეტალები განხილული, შეთანხმება მიღწეული, დავპატიჟეთ უნივერსიტეტები, ამის შემდეგ პრეზიდენტი ჩავიდა და შეხვდა MCC - ის პრეზიდენტს და იქვე შეთანხმდენენ, რომ უნივერსიტეტს ვაშენებთ. თუმცა მათ თქვეს, რომ მოდით 140 მილიონი კი არ ჩავდოთ მარტო უნივერსიტეტში, გავაკეთოთ ისე, რომ ცოტა ფული ჩაიდოს სკოლების გარემონტებას და მასწავლებლების კვალიფიკაციაზე. ჩვენ ამაზე შევთანხმდით.

_რა დროში უნდა განხორციელებულიყო თავად უნივერსიტეტის მშენებლობა და ზოგადად, როდიდან უნდა დაწყებულიყო უნივერისტეტში აბიტურიენტების მიღებისა და სწავლის პროცესი. რამდენადაც ცნობილია, მათ თანამშრომლობისთვის კახა ბენდუქიძის თვისუფალი უნივერსიტეტი აირჩიეს...

_2013 წელს, ვინაიდან ქართუ ჯგუფმა კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ააშენებდა თუ არა, მაშინ პრეზიდნეტის ინიციატივით დაიწყო პირველი კორპუსის მშენებლობა ბათუმში, რომელიც ეხლა არის აშენებული. პროექტის თანახმად ამ ერთის გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სხვა კორპუსიც, ერთში იქნებოდა საერთო საცხოვრებელი, მეორეში იქნებოდა დამატებითი ლაბორატორიები. ეს შენობდა დამთავრდა 2012 წლის სექტემბერში. 2012 წლის სექტემბერში დამთავრდა ასევე კონკურსი, რომელიც იყო გამოცხადებული MCC - ის მიერ, ჩვენ ამას არ ვეხებოდით, ამ კონკურსში გაიმარჯვა ორმა ამერიკულმა უნივერისტეტმა, რომლებმაც პარტნიორობა შესთავზეს კახა ბენდუქიძის თავისუფალ უნივერსიტეტს, ამ სამმა უნივერსიტეტმა დადო ხელშეკრულება, MCC - იმ ბეჭედი დაარტყა და თქვა, რომ ეს უნდა გაკეთდეს. შენობა იდგა, ლაბორატორიები შევიდა. რაც მთავარია, უნივერსიტეტის მშენებლობაში ყველაზე ძვირი არ არის შენობა, ყველაზე ძვირი არის ,,ენდაუმენტის ფონდი“. მისი მნიშვნელობა ბევრს არ ესმის და როგორც სჩანს, განათლების სამინსიტროს ხელმძღვანელებსაც არ ესმით. ქართული უნივერისტეტები არის შექმნილი სახელიმწიფოს ან კერძო მესაკუთრეების მიერ. საქართველოში ,,ენდაუმენტის ფონდი“ არ არსებობს. ჩვენ ვცადეთ ეს, მაგრამ ეხლა საერთოდ მოუკლეს უნივერსიტეტებს ამის შესაძლებლობა. იგივე ოქსფორდი, იელი, სორბონა და ა.შ. ყველაზე წამყვანი უნივერსიტეტები არის შემქნილი ,,ენდაუმენტის ფონდის“ გარშემო, ანუ ბანკში იდება დიდი ფული, რომლის პროცენტებზეც ცხოვრობს უნივერსიტეტი, ფარავს იმ დანაკლისებს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სტუდენტების მხრიდან თანხის გადაუხდელებობის დროს და რაღაც გრანტებს გასცემს სტუდენტებზე რომ ისწავლონ.

_ჩვენ შემთხვევაში ვის უნდა ჩაედო ფინანსები ,,ენდაუმენტის ფონდში“?

_საზღვარგარეთ ეს ფული იდება მდიდარი ადამიანებისგან, ბანკირებისგან... ჩვენთან ვერავის ვერ ჩავადებინებთ ხომ ამ ფულს, სამწუხაროდ ბიზნესმენები საქართველოში ასეთ რამეს არ აკეთებენ. ამიტომ ,,ენდაუმენტის ფონდში“ იდებოდა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი MCC - ის მიერ, მათგან ჩვენ გვინდოდა, რომ ეყიდათ ლაბორატორიები და შექმნილიყო ,,ენდაუმენტის ფონდი“ და რატომ მოგახსენებთ - ამერიკელები არ ხსნიან უნივერსიტეტებს არსად პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ჩვენ ვიქნებოდით პირველი. როცა ამერიკელებს ვეუბნებით, რომ მოდით გახსენით, ჩენ შენობას აგიშენებთ, ჩავდებთ ფულს, ის გეკითხება - ,,ენდაუმენტის ფონდი“ თუ გაქვს? თუ არ გაქვს მორჩა იქ საუბარი. ეს არის უნივერსიტეტის სტაბილურობის გარანტია, მისთვის არ რის საინტერესო ის, რომ სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან. ასეთ დროს პასუხი მათი არის ის, რომ ხვალ რომ რამე მოხდეს და მისი გათვლილი ბიუჯეტიდან 1000 სტუდენტის მაგივრად მოვიდეს 800, როგორ დაფაროს ეს ხარჯი? სწორედ ამისთვის არის ,,ენდაუმენტის ფონდი“. როგორც წესი ამ ფონდიდან მოდის 6 მილიონი და არის შენი სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ არის ევროპის ამ უნივერიტეტებში უფასო სწავლება, რომ ამას აფინანსებს ,,ენდაუმენტის ფონდი“. ეს არის უმაღლესი განათლების ფუნდამენტი. მაგალითად, თსუ-ს ბიუჯეტი არის 72 მილიონი, ეს არის სტუდენტების შემოტანილი თანხისგან შემდგარი ბიუჯეტი. ხვალ რომ გაიხსნას უფრო მაგარი უნივერიტეტი და სტუდენტებისგან არ შევიდეს თსუ-ში ფული, მას სერიოული პრობელმები შეექმნება.

_ქართული მხარის მონაწილეობა რაში გამოიხატებოდა, ანუ თქვენ როგორც სახელმიწოფ რაში ერეოდით?

_ჩვენ ვუთხარით, რომ გავდივართ, და თქვენ დაალაგეთ მენეჯმენტი. 2012 წლისთვის უკვე დამთავრებული იყო ყვეალფერი, MCC დებდა ამაში ფულს. ამის შეთანხმების დოკუმენტი MCC - ში დევს. ის თუ რატომ არ დაიწყო 2012 წელს სწავლა, მიზეზი არის ის, რომ საჭრო იყო აკრედიტაცია, ავტორიზაცია პროგრამების.

_მაშინ, რა მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? რატომ დადგა თქვენი აზრით დღის წესრიგში ამ შეტანხმების გადახედვის აუცილებლობა?

_არჩევნების დამთავრების შემდეგ, 2012 წელს ეს შეთანხმება ანულირებული იყო, რაზეც ამერიკული მხარე გაკვირვბული დარჩა. ისინი კითხულობდნენ, რომ ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი, კონკურსი და უთხრეს, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალა, ჩვენ უნდა ახლიდან გადავხედოთ კონცეფციას. დაიწყო MCC - ის დელეგაციების მაპატიეთ და ,,თრევა“ მაშინდელ მინიტრთან მარგველაშვილთან და დაიწყო განხილვა იმის, ბათუმში იყოს თუ არა. ხელისუფლებამ თქვა, რომ ბათუმში ეს უნივერსიტეტი არ უნდა იყოს. ბათუმში ამის არსებობას თავისი მნიშველობა ჰქონდა. ამასობაში ქართულმა მხარემ მოითხოვა MCC - ის ქართლი მხარის დირექტორის გაშვება. ის ადამიანი გაუშვეს და გუგული მაღრაძის შვლი დანიშნეს უფროსად. ამის შემდეგ ერთი წელი MCC აპამპულავა გართულმა მხარემ და განათლების სამინსიტრომ, ასეთი ბრძნული იდეებიც უთხრეს, რომ გლდანის ციხეში ცოტა პატიმრები გვყავს გავაუქმებთ და იქ გავაკეთოთ, მერე უთხრეს, რომ მოდი პრეზიდენტის რეზიდენციაში გავაკეთოთ... ამაზე ეს კონსორციუმი ნელ-ნელა გაგიჟდა... გავიდა კიდევ ერთი წელი და ეხლა ვიგებთ, რომ თურემ ეს იდეის დონეზე იყო დაწუნებული, ხომ ხვდებით რა ტყუილთან გვაქვს საქმე?

_მაინც რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, მითუმეტეს თუ თავის დროზე ამის გახსნა ივანიშვილსაც უნდოდა?

_გაუგებარია... ეს არის მაპატიეთ და ფეხებზე დაკიდება, პრობლემის არიდება, ეს არის საქმის არ კეთების სურვილი თუ სხვა , ფაქტი რჩება ფაქტად, იდეა ამერიკული უნივერიტეტის მოკლეს და დარჩა ეს ულამაზესი შენობა, რომელიც მშენებლობის პროცესში თავად ამერიკელები იღებდნენ მონაწილეობას.

_მაშინ სად წავიდა და სად წავა ის 60 მილიონი, რომელიც ამერიკულმა მხარემ ჩადო ამ უნივერისტეტისთვის?

_სად მიდის ეს ფული - იმის მაგივრად, რომ ამერიკული უნივერიტეტი შემოვიდეს, გამოაცხადეს, რომ ეს 60 მილიონი გადანაწილდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თსუ-ში რომელსაც ისედაც აქვს 72 მილიონი...

_ეს ხომ ამერიკული ფულია...?

_ამერიკელი ამას ჯიბეში ჩასადებად არ მოგცემს, მაგრამ პრიორიტეტს შენ ასახელებ... ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ აშენებულიყო ამერიკული უნივერსიტეტი, იგივე ჩემი სურვილი იყო რომ ჩემს შვილს იქ ესწავლა და ერთი ფრაზით მრავალი ჩემნაირი ადამიანის ოცნება დაიმსხვრა. და თან განაცხადეს, რომ მილენიუმმა უარი თქვა. რაც შეეხება ამ ფულს, კონკურსი გამოცხადებულია, შეგიძლიათ მიმართოთ ქალბატონი გუგული მაღრაძის შვილს და ჰკითხოთ... ვინმემ დამისაბუთოს, სამი წელი ვიყავი განათლების მინისტრი, რად უნდა თსუ-ს ან ტექნიურ უნივერსიტეტს, ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს ამხელა ფული იმისთის, რომ უცხოელებმა დაუწერონ კურიკულუმები, ანუ გეგმა იმისა თუ რას კითხულობ... ეს იგივეა, თავის დროზე ჟიგულის ქარხანა რომ იყო საბჭოთა კავშირში და მიგეცა მათთვის მერსედესის ნაწილები და გეთქვა, რომ აეწყოთ, ვერ ააწყობდნენ, რადგან მათ არ ჰყავდათ სპეციალისტები... ეს 60 მილიონი მიდის იმაზე, რომ ვინმე უცხოელებმა დაუწერონ ქაღალდზე გეგმა, ეს დაიდება და ძალიან ძვირადღირებული ქაღალდი გვექნება, ეს იქნება 60 მილიონიანი ქაღალდი... გია დვალის კონცეფცია, რომ წაიკითხო ზუსტად იგივეს ამბობს, რომ პრობლემა არის, რომ არ გვაქვს სამაგალითო ცენტრები, სადაც მოხდება ინვესტირება, რომ მათი პროფესიონალიზმი გაიზარდოს.

არაჩვეულებრივი მაგალითია ცერნი, სადაც გია დვალი მუშაბს, რისთვის აშენდა ცერნი? მისი ბიუჯეტი არის მილიარდები და აშენდა იმისთვის, რომ ეძებდნენ ღმერთის ნაწილაკს, რომელსაც ჰქვია ჰიგინსის ბოზონი. მაგრამ ეს ცენტრი რომ აშენდა, უმარავი რამ გაკეთდა, იმდენი, რომ უკვე აღარავის ახსოვს რას ეძებდნენ, იმდენად მძლავი ინტელექტუალური და ტექნიკური ბაზა შეიქმნა. ასე მუშაობს მეცნიერება, შენ ისახავ მიზანს და სანამ მიხვალ იქამდე, მანამდე ბევრ რამეს ავითარებ. ჩვენი ცერნი სწორედ ეს ამერიკული უნივერსიტეტი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42