რა ელის საქართველოს და უკრაინას სოჭის ოლიმპიადის შემდეგ
პოზიცია - 19:08, 09 Feb, 2014     7751

ამ თემებზე ამერიკის ყოფილ ელჩს ნატოში და ახლა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს კურტ ვოკერს ,,ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

_დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის, თქვენი აზრით, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთის პოლიტიკის შეცვლას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ?

_ჯერ იმაზე ვისუაბროთ, თუ რა ხდება ოლიმპიადამადე. უკვე რამდნიმე წელია რუსეთს მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლა ძლიერდება, რუსეთი აქტიურად იყენებს ენერგო რესურსებს, სადაზვრევო სამსახურებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას მეზობელ ქვეყნებთან იმისთის, რომ ისინი მოსკოვთან და ევრაზიულ კავშირთან დაახლოება აიძულოს. სოჭი, პრეზიდენტი პუტინისთვის, იმის შესაძლებლობა იყო, რომ მსოფლიო მაშტაბით რუსეთი და სოჭი განსაკუთრებულ ადგილად წარმოეჩინა, თუმცა, ამ გათვლამ დღემდე ვერ გაამართლა. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სოჭის მიმართ ყურადღება მალევე გაქრება. მაშინ სავარაუდოა დავინახოთ რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაზრდა. თუ არა, ყოველ შემთხვევაში იგივე დონეზე შენარჩუნდება - მოსკოვი გააგრძელებს მეზობელი ქვეყნების ყველა მეთოდის გამოყენებით, თავისკენ მიზიდვას. ახლა შეიძლება მოკლევადიანი პაუზის მომსწრეები ვართ, თუმცა ოლიმპიადის შემდეგ ვითარება შეიცვლება.

_კონკრეტულად რა შეიძლება მოხდეს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით რაც უკრაინაში ხდება? არაერთი ამერიკლელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოლიმპიადის შემდეგ გამორიცხული არ არის, რუსეთის მხრიდან უკრაინაში გარკვეული სახის ინტერვენცია. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს საქართველოზე?

_რთულია გადაჭრით თქვა, რა შეიძლება მოხდეს. ერთადერთი შეიძლება იანუკოვიჩის მთავრობამ, თუ დემონსტრაციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, რუსეთს დახმარება სთხოვოს. ამ სცენარით მოვლენების განვითარებას არ ველოდები იმის გამო, რომ უკრაინის მთავრობას ჯერ ისევ შესწევს ძალა დემონსტრანტებს საკუთარი რესურსებით გაუსწორდეს. გარდა ამისა, თუ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, უკრაინელი ოლიგარქები - საზოგადოების გაერთიანების და პოლიტიკური გამოსავლის მოსანახად - იანუკოვიჩს დიდი ცვლილებების განხორციელებას მოსთხოვენ.

საქართველოს რაც შეეხება, არა მგონია რუსეთის მხრიდან თვალში საცემი წნეხი მალევე დავინახოთ, თუმცა, ის მუდმივი ზეწოლა, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, აუცილებლად გაგრძელდება.

_თქვენი აზრით, რა იქნება მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი?

_უკრაინაში ეს სცენარი დემონსტრაციის სხვა ქალაქებში გავრცელება იქნება, საქართველოსთვის კი თბილისის ქუჩებში ძალადობის დაწყება იქნება ყველაზე ცუდი სცენარი, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ძალებს ქუჩაში გამოსვლა და ვითარების დარეგულირება მოუწევთ, რითაც ავტომატურად გაიზრდება რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის საშიშროება.

_შეუძლია თუ არა დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება, ან პოლიტიკის შეცვლა იმისთვის, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი საქართველოს, კრემლის ზეწოლისთვის თავის გართმევაში უკეთესად დაეხმაროს?

_ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ქვეყნების მოსახლეობის უფლებებზე - აირჩიონ სასურველი მთავრობა, ააშენონ საკუთარი საზოგადოება, დაუახლოვდნენ დასავლეთს ისე, როგორც ეს მათ სურთ. ეს ქვეყნების რუსეთის დაქვემდებარებული ერთეულიები არ არიან და არც ჩვენ უნდა ვუყუროთ მათ რუსეთის პრიზმიდან, ეს პირველი აუცლებლობაა. ამის გარდა, უნდა გავაგრძელთ ის, რასაც უკვე 20 წელიწადზე მეტია ვაკეთებთ - დავეხმაროთ ამ ქვეყნებს დემოკრატიის მშენებლობაში. აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომ ჰკითხოთ დემოკრატიის აშენება კომუნისტური, კორუმპირებული წყობის შემდეგ რთული საქმეა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ამერიკამ უნდა გააგრძელოს ქართველი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. ეს ჩვენი ძალისხმევის საფუძველი უნდა იყოს ამ ქვეყნების ერთან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში გასაწევრიანებლად.

_თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ რუსეთთან პოლიტიკურ თამაშში არ დამარცხდეს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დასავლეთისგან, განსაკუთრებით კი ამერიკისგან, დიდი მხარდაჭერის მოპოვება გახდეს შესაძლებელი?

_ამაზე ორი მოსაზრება მაქვს - ერთი ის, რომ მიზნის მისაღწევად არ არსებობს მოკლე გზა, თუმცა ასეთი გზის მონახვის ცდუნება ყოველთვის გვაქვს. ეს განსაკუთრბით მაშინაა ყურადსაღები, როცა ამერიკაში ძალაუფლება ერთი პარტიიდან მეორეზე გადადის. მაგალითად, ბუშს ობამა მოჰყვა და ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი უნდა შეგვეცვალა. რელაობა კი ასეთია: არ არსებობს მოკლე გზა! წარმატების მიღწევა მუხლჩაუხრელი შრომით ხდება, რაშიც შიდა პოლიტიური რეფორმები, ეკონომიკური და ოფიციალური სტრუქტურების დახვეწა, კორუფციის აღმოფხვრა და ინვესტიციების მოზიდვა შედის. ამ შედეგის მიღწევა კი ისეთი პროცესის არსებობას მოითხოვს, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალაა ჩართული და რომელშიც პარლამენტის კანონმდებლობის მიღება დისკუსიებზე დაყრდნობით ხდება. ასე რომ, ამ ნაბიჯისთვის გვერდის ავლა და მოკლე გზის მოძებნა შეუძლებელია. მეორე საკითხი ისაა, რომ თუ დასავლეთში რაიმე სახის თავშეკავება არსებობს საქართველოს მიმართ, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, გასამართლების და ოპოზიციაზე ზეწოლის წარმოდგენებს უკავშირდება. საქართველოს მიზანი უნდა იყოს, ამ წარმოდგენების აღმოფხვრა ისეთი ვითარების შექმნით, სადაც ეს რეალობიდან გამომდინარე უსაფურძვლო იქნება. ამისთვის კი დემოკრატიული პროცესის შექმნაა საჭირო, რაც მეტ შანს მისცემს საქართველოს დასავლეთისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

_ჩვენ დაახლოებით 6 თვის წინ ვისაუბრეთ და მაშინ შეშფოთება გამოთქვით ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის თაობაზე. დღეს როგორ აფასებთ ამას და ზოგადად, როგორ აფასებთ დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში.

_თავდაპირევლად არსებული მწვავე შეხედულებები დაკავებებთან დაკავშირებით განელდა. თუმცა ბოლომდე არ გამქრალა და დასავლეთი ისევ ელოდება ცვლილებებს. ჩემი აზრით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მთავრობა ებრძოლოს უარყოფით წარმოდგენებს და ეცადოს ამ წარმოდგენების შეცვლას, ხელისუფლებამ უნდა სცადოს უარყოფითის დადებითით გადაწონვა. ამისთვის უნდა შეიქმნას ეროვნული ნარატივი, რომელიც დაეფუძნება რეფორმებს, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განსამტკიცებლად გადადგმულ ნაბიჯებს, შერიგებას და ინტეგრაციას. თუ დასავლეთი დაინახავს რომ ეს განცხადებები რეალური ნაბიჯებითაა გამყარებული, ეს ყველაზე კარგი გზა იქნება დღემდე შემორჩენილი უარყოფითი წარმოდგენის გასაქრობად.


ია მეურმიშვილი, ,,ამერიკის ხმა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42