ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარებას უნდა შეესაბამებოდეს. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"მე ვიყავი წარსულში სპორტსმენი და ფეხბურთელი. ხელფასს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს იმ შესაბამისობაში, რა რეალური სიტუაციაც არის ქვეყანაში. სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ და ალბათ უნდა მოხდეს ხელფასის გადახედვაც. კონკრეტულად არ ვიცი, რამდენი აქვს მთავარ მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, მოხდება გადახედვა", - აღნიშნა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას და მის შტაბს 2.52 მილიონ ლარი ერიცხებოდათ. აღნიშნულ ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამ დრომდე თანხას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო იხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები






