„ყველამ იცოდა, რომ 5 მაისს ანტიტეროსრისტული ოპერაცია ჩატარდა და არანაირი მსვერპლი არ ყოფილა. სახელმწიფომ იმოქმედა სწრაფად და ეფექტურად, ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი კითხვები არ გასჩენია - განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე განმარტებით, მხუროვანის ამბოხმა ხელი ნატოს წვრთნებს შეუშალა, რომელიც მაშინ დაგეგმილი იყო და გადაიდო.
„მუხროვანის ამბოხებამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ თუ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სამხედრო ჯარებს და არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ჯარში ГРУ და ФСБ აგენტები გყავს, რომლებსაც შეუძლიათ ამბოხის მოწყობა, ნატო თანამშრომლობაზე არ მოდის. ასე რომ ამბოხს ძალიან ნეგატიური შედეგი ჰქონდა ამ მხრივ და რუსეთის და ამოხებულების ინტერესიც ეს იყო.“ - განმარტავს „ნიუპოსთან“ საუაბრში ჭიაბერაშვილი.
ის იმ სამ ძირითად მიზეზსაც ასახელებს თუ რატომ მოხდა მუხროვანის ამბოხზე ეგრეთ წოდებული სკანდალური კადრის სოცქსელებით გავრცელება.
„პირველი და ზოგადი ინტერესი: როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია, საბიუჯეტო პრობლემებია და წინასაარჩევნო დანაპირებს ვერ ასრულებ - მისი შესრულება ფუნდამენტალურადაც შეუძლებლია. მაგალითად, ამბობდი რომ ბენზისი ფასი 1 ლარით გაიაფდებაო, ახლა კი ვხედავთ, რომ ძვირდება - შენი ამომრჩეველი დემორალიზებულია. ამიტომაც, კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნო, რომ ის 9 წელი სისხლიანი რეჟიმი იყო.
მეორე, არჩევნები. თუმცა, იმდენად არაფრის მომცემია ახლა ამ „დანაშაულის“ გასკანდალება, რომ, ვფიქრობ, ირაკლი ჩოკუტაევს (ასე დაწერეთ ღარიბაშვილის გვარი) კიდევ დასჭირდება აპრილის პირველ ნახევარში ასეთი სკანდალის გამოცხობა.
მესამე, ქვეყანაში მიმდინარეობს ნაციონალური ლიდერების დემონიზაცია, რომ ესენი იყვნენ მკლელები, სისხლის მსმელები და ასე შემდეგ. ქუთაისში ორ კვირაში განაჩენი უნდა დადგეს, სადაც მეც ვარ ბრალდებული და ჩემი თვალით ვუყურებ რა მტკიცებულებები წარმაოდგინა პროკურატურამ. ჩვენ,დაცვის მხარეს, ათამდე მოწმესაც კი არ ვკითხავთ, იმდენად სასარგებლოა ჩვენთვის პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები. შესაბამისად, ირაკლი ჩოკუტაევს ეშინია, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება, როგორც იგივე ბაჩო ახალას შემთხვევაში დადგა. ამიტომაც, აუცილებელია ახალი ბრალი გამოცხვეს.
მასალის გამოყენების პირობები






