"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" ერტი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა ქვეყნის რეპუტცია.
მისი თქმით, რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა.
"ამათმა მგონი მართლა დაიჯერეს, თვითონ რომ დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, მათი დამსახურებაა ის რეალობა რაც ახლა გვაქვს.
ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა ოცნებამ, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება და ხელმომწერი ოპოზიცია ჩვენ გვამუნათებს გავიმარჯვეთო.
ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია და რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა.
ახლა კი, როდესაც ახალი ტიპის ლიდერი ყალიბდება, რეალურად დგება ცვლილებების შანსი, თავისი ძლივსმოპოვებული ტორტის ნაჭრის დაკარგვის ისე შეეშინდათ ზოგიერთება, პირდაპირ ჩაერთვნენ ქართული ოცნების“ თამაშში.
მოკლედ, უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს.
ნიკა კი, ღირსეულად და გამარჯვებული გამოვა ციხიდან"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






