საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო. ადგილზე გია გაჩეჩილაძე იგივე "უნობი" მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
უცნობის განცხადებით, ბრალდებულებს თავდებში უდგებიან ადამიანები, რომელთა ხელმოწერაც სასამართლოსთან მიიტანა:
"თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში, ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს ყველა საქმე, გარეთ ელოდებიან ადამიანები გამოძიებას.
მე არ ვიცი თავდასხმა მოხდა, არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, მე არ მეჯრა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება დამაცადეთ რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ესეთი ფორმით კითხვების დასმა ძალადობაა, მე სხვაანირად აღვიქვამ მოვლენებს, თქვენ სხვანაირად, ხომ შეგიძლიათ დამანებოთ თავი?!", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






