მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის განმარტებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ იქ მკაფიოდ იქნება საუბარი ყველა იმ პუნქტზე, რაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის მნიშვნელოვანია.
"იმისთვის, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის მერე იხსნება შეთანხმებისთვის სივრცე.
ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია შემდეგი არცევნებისთვის. სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები, ახალი მოსამართლეები და მათ შორის უცხოელებიც. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება მართლმსაჯულების საკითხებზე. ასევე ვადამდელი არცევნები.
მსიოფლიოში არავის გამოუგონია კრიზისების დაძლევის უკეთესი მექანიზმი, ვიდრე არჩევნებია. ესაა საუკეთესო გამოსავალი. მივცეთ მოქალაქეებს სასუალება ხმა მისცენ იმ პარტიას, ვის მიმართაც ნდობა აქვთ. "
მასალის გამოყენების პირობები






