"გირჩი - მეტი თავისუფლები" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მისი თქმით, ბოლო დოკუმენტი წინა შეთავაზებაზე უკეთესია, თუმცა, ჯერ არ იცის, ხელს მოაწერს თუ არა მას:
„არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს რამდენიმე დღის ამბავია სავარაუდოდ, მერე შეიძლება აქ გვქონდეს კიდევ ერთიანი შეხვედრა თუ „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, რადგან დღეს იცით, რომ საერთოდ არ მოვიდნენ. ოცნება ხელს მოაწერს თუ არა მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მე თვითონ მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და ჩემმა პარტიამ,.
მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი ჩემის აზრით. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს, ამ ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა, ამის მიღმა რაც არის, არაფრის არ მჯერა. პოლიტპატიმრების გარდა რა პუნქტებიც არის, არც იმის მჯერა, რომ ამ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, ამით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ, რაც ძალაუფლების განაწილებას ეხება, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემის აზრით, საერთოდ არაფერი არ არის. არაფრის არ მჯერა მაგის იქით რაც წერია, პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა, დანარჩენი რა წარმოდგენაც მქონდა , იგივე წარმოდგენა მაქვს დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






