დოკუმენტში გამოიკვეთა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა - სამადაშვილი
პოლიტიკა - 21:01, 18 Apr, 2021     1265

ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ მხარეებს წარუდგინეს, წინა შეთავაზებასთან შედარებით გაუმჯობესებულია. მისივე განმარტებით, დოკუმენტზე ხელმოწერამდე ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება დრო, რადგან გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არის პრობლემები და საჭიროა საბოლოო პოზიცია შეჯერდეს:

"დღევანდელი დოკუმენტი გარკვეულწილად არის გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო პოზიციას, ჩვენ გეტყვით პირდაპირ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს პრობლემები, შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდაკონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ნაციონალური მოძრაობის საბოლოო პოზიცია.

მე შემიძლია გითხრათ, რომ წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და როგორ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით", - აღნიშნა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42