დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენლი საბოლოო დოკუმენტს "ოცნებამ" ხელი არ მოაწეროს. მისი თქით, დოკუმენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, მმართველი გუნდის დამოკიდებულება კი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით თავიდავე გამოჩნდა, როდესაც ისინი შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ:
"სრულად შევუერთდები კოლეგეგის მოსაზრებას "ქართული ოცნების" არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი, მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემლობის გამოვლენა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს.
დოკუმენტში შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში ეს დოკუმენტი შეეხება პოლიტპატმრების საკითხს. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ პოლიტპატიმრების ნაწილში დიდწილად მიიღო, რასაც ითხოვდა. ასევე ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან.
პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, დოკუმენტში განხილულია ორი გზა, ერთი ამნისტია და მეორე შეიძლება იყოს სხვა გზა, რომელითაც დადგება იგივე შედეგი, ანუ ეს გულისხმობს მათ გათავისუფლებას ერთი კვირის ვადაში, ანუ შეწყალების მექანიზმი", - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






