"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წარმოადგინა, ყველა მხარისთვის მეტნაკლებად მისაღები და საბოლოოა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრას არ დასწრებიან და მასპინძლებს ამის შესახებ ესემესით შეატყობინეს:
"დღევანდელ დღეს დავარქვი შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. ქართულმა ოცნებამ, არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, ისინი არ გამოცხადნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ ესემესით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძელს. საოცარი მიდგომაა, სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება არის შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი.
დოკუმენტი ფაქტობრივად არის საბოლოო დოკუმენტი, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი რომელიც ყველა მხარისთვის მეტნაკლებად მისაღები უნდა იყოს. პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი რომ უნდა გადაწყვდეს მოკლე ვადაში. რურუას საკითხზე ამნისტია ან პრეზიდენტის შეწყალება" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






