თუ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნებისკენ მისასვლელ გზაზე არ იქნა პუნქტები გაწერილი, ხელს არ მოვაწერ - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 19:49, 18 Apr, 2021     959

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა გაკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მოცემულ დოკუმენტში პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნებისკენ მიმსასვლელ გზაზე პუნქტები არ იქნება გაწერილი, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ტექსტი იქნება წარმოდგენილი:

„რა ტექსტი იქნება ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დათანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგის პროცესში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არიან ჩართულები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42