ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე შეთანხმება შესაძლებელია - სამნიძე
პოლიტიკა - 19:43, 18 Apr, 2021     943

რესპუბლიკური პარტიის წევრის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ერთადერთი თემა, რაზეც ოპოზიცია კომპრომისზე არ წავა, პოლიტპატიმრების საკითხია, დანარჩენზე კი შეთანხმება შესაძებელია.

სამნიძის განცხადებით, მთელი ამ დროის მანძილზე პარტნიორები კომუნიკაციას აგრძელებდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციური პარტიების წევრებთან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მხარეები შეთანხმებამდე მისულიყვნენ:

„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის მანძილზე გრძელდებოდა კომუნიკაცია. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. დღევანდელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინი არის, რომ ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება - ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორებიც. ევროპა და ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის და ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკების რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე. არც ოპოზიცია იყო მზად ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის, არც ხელისუფლება. დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ნებისმიერ პუნქტზე ცალკეული საუბარი არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ვლაპარაკობთ პაკეტზე, რომელიც იქნება შემოთავაზებული ჩვენი მედიატორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეთანხმების შესაძლებლობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი რთულია, წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ,“- განახადა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42