ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ორი პუნქტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ისევ პრიორიტეტულ საკითხებად რჩება:
“ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა. იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგის პროცესში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არიან ჩართულები.
მასალის გამოყენების პირობები






