მოლაპარაკებების დაწყებამდე ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანი არა დროებითი მოგვარებაა პრობლემის, არამედ მთლიანად აღმოფხვრა. როგორც მინაშვილმა განაცხადა, ტკივილის გაყუჩებას გამაყუჩებლის ნაცვლად განკურნება სჭირდება:
“მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგის პროცესში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არიან ჩართულები
მასალის გამოყენების პირობები






