ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესს შარლ მიშელი დისტანციურად დაესწრება
პოლიტიკა - 18:19, 18 Apr, 2021     1186

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურად დაესწრება - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს:

"ბოლო ინფორმაციით, ორჯერ დაანონსებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში 19:00 საათზე უნდა დაიწყოს. მეორედ გადადების მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობების ერთობლივი განცხადება გახდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს მოუწოდებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. "მთავარის" ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას დისტანციურად ჩაერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

დღევანდელ განცხადებაში იკითხება, რომ ორივე მხარემ უნდა მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე დღეს იქნება წარმოდგენილი შარლ მიშელის მიერ. ცნობილია, რომ დანიელსონის დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ამბობს, რომ დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების საკითხი და ვადამდელი არჩევნები. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით შეიტანეს კორექტირება კრისტიან დანილსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტშიც. რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტში, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42