ენმ-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდება, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები , რომელზეც შეიძლება გარკვეული შეთანხმების მიღწევა. მისივე განმარტებით, ოპოზციის მთავარ საკითხებად ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები რჩება:
"დღეს ჩვენ გავიგებთ, რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლებ საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმებამდე მიღწევა. ჩვენი ამოსავალი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებზე დიალოგის გახსნა. ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმების საგანი. ასევე, ის სამი საკითხიც, რომელიც გარკვეულწილად არის შეთანხმების საგანი.
მედიატორები იქნებიან ელჩები, მათ ექნებათ ალბათ კონკრეტული წინადადებები მომზადებული, თუ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს" , - განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართელოში კელი დეგნანი დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






