ბავშვებს იატაკზე სძინავთ, ერთი კვირაა ღამეს არაადამიანურ პირობებში ვათევთ - საზღვარზე ჩარჩენილი ბადოიანების ოჯახი დახმარებას ითხოვს
პოლიტიკა - 15:01, 18 Apr, 2021     1457
ბადოიანების ოჯახი საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან ჩარჩენილები და შველას ითხოვენ. ვადაგასული პასპორტების გამო მესაზღვრეები მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ.

გამომგზავრებამდე შსს-მ ოჯახს უთხრა, რომ თუ ბავშებს დაბადების მოწმობები ექნებოდათ, ქვეყანაში უპრობლემოდ შემოვიდოდნენ, თუმცა ახლა სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.

ოჯახი საკვების გარეშეა დარჩენილი და ღამეებს არაადამიანურ პირობებში ათევენ. კარინა ბადოიანის თქმით, ის და მისი არასრულწლოვანი შვილები 12 საათია მშივრები არიან და საკვებს მხოლოდ ის ადამიანები უნაწილებენ, რომლებიც საზღვარს კვეთავენ და მათ მძიმე მდგომარეობაში ხედავენ:

"დასუფთავების თანამშრომელმა მოგვიტანა გადასაფარებელი, ბავშვებს იატაკზე სძინავთ, 12 სათია მშივრები ვართ, წუხელ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა გვაჭამა საჭმელი. აქ არავინ ზედ არ გვიყურებს და ადამიანებად არ გვთვლის, ერთი კვირაა ღემეს არაადამიანურ პირობებში ვათევთ. ძალიან გთხოვთ, გვიშველეთ, არაფრის ფასად უკან არ დავბრუნდები. საცოხვრებელი სახლი არ მაქვს, სად უნდა დავბრუნდე" - განაცხადა კარინა ბადოიანმა.

ბადიოანები სომხეთის მოქალაქეები არიან და ისინი საქართველოში რუსეთის გავლით აპირებდნენ შემოსვლას. მესაზღვრეები მათ სომხეთში დაბრუნებას აიძულებენ, თუმცა იქ არც სომეხი მესაზღვრეები იღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42