ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. მიზეზი მარჯანიშვილის ოპოზიციურ გუნდში ყოფნაა.
როგორც ოპერის თეატრის დირექტორი აცხადებს, წულუკიანმა ის ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ თუ პოლიტიკაში ყოფნას აპირებდა, უნდა დაეწერა ხელწერილი და თანამდებობიდან გადამდგარიყო:
"მითხრა, რომ შენს ადგილზე დავწერდი განცხადებას და წავიდოდიო. ამ ხელფასის გარდა მე სხვა შემოსავალი არ მაქვს, გამოდის, რომ უნდა გავყიდო სახლი, სადაც ვცხოვრობ, სხვა მეტი არაფერი გამაჩნია და უნდა წავიდე სადღაც" - აცხადებს მარჯანიშვილი.
მისივე განმარტებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და წულუკიანისგან მეტი განმარტების მოსმენა სურს.
მასალის გამოყენების პირობები






