აშშ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა "ამერიკის ხმას" წერილობითი კომენტარი მისცეს - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს
"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“ - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადება გააკთეს ასევე საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა. ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმებიან:
"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






