"ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია... გავრილოვის საქმეზე ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება და არა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 11:56, 17 Apr, 2021     1293

„ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი! - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე

"ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება...

და ასეა მე-9 წელია.

გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის!

ეს ამნისტია პირველ რიგში გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცმი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება?!

ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!

ხოლო ოპოზიცია თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახარია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება," - წერს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, ქმნის „ოცნება-2“ -ს.

"ამ მოცემულობით, ოცნებას“ მხოლოდ ორი სახე შერჩა - ორივე დესტრუქციული, ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი რადიკალები:

"1. კობახიძე, რომელიც ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ვიზიტით გაემგზავრა აშშ-ში, რადგან აქვს ამბიცია თავად იყოს პროდასავლური და ამით ღარიბაშვილი გახადოს პრორუსი და კორუმპირებული, რომელმაც თავის მხრივ ვერაფერი ჩამოიტანა ევროპიდან;

2. ღარიბაშვილი, რომელიც აუცილებლად შეეცდება კობახიძეს წაართვას პარტიაში ლიდერობა და გავლენები, რასაც კობახიძე არ დათმობს.

და აი ამ დროს ჩნდება გახარია, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მოიგო არჩევნები და მართალია სრულიად არაფრისმთქმელი სახელებით და გვარებით, მაგრამ ქმნის „ოცნება-2“ -ს;

ჩამოყალიბდება პოლიტიკურ ლიდერად, შექმნის პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

რაც შეეხება კალაძეს, ის მიღმა აღმოჩნდა, რადგან არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და ამიტომ მხოლოდ დანამატად დარჩა.

მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება...

ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია .

ქვეყანა ამასობაში კატასტროფისკნ მიექანება,

ხალხი კი, ბუნკერებისთვისაა გაწირეს..." - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42