ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ავლაბრის მეტროსთან საქართველოს ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის დანაშაულები. მისი განმარტებით, გაზრდილია დანააულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ არ ექცევა ყურადღება:
"იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ, ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი" - განაცხადა ვოსლკიმ.
შეგახსენებთ, დღის 12:00 საათისთვის საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ თავდასმხმელი დააკავა და მძევლები გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






