აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მორიგი ბრალდება - აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის საქართვეოს ხელისუფლების მხრიდან დევნის ერთადერთი ობიექტი არ ყოფილა. მის გარდა, კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლიც აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს, რადგან ალიევის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი:
"ფარმან ჯეირანლის დიდი ხანია ვიცნობ, ის აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ კლინიკა ჰქონდა, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო კლინიკა იყო, ძალიან პოპულარული. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრები მისგან ქრთამს ითხოვდნენ, დაახლოებით, 5-6 წელი ის ქრთამს არ აძლევდა და დიდი პრობლემები ჰქონდა ამის გამო, საბოლოოდ მან მიატოვა იქაურობა და ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მას დარჩა კონტრაქტები აზერბაიჯანთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან. მაშინ საქართველოში 100-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ცხოვრობდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას ბალი დასდო რომ ის რევოლუციას აფინანსებდა, თუმცა ფარმანს არ აქვს ისეთი დიდი ფული, რომ ეს გააკეთოს.
ჩვენ ვთვლით, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, და ის აზერბაიჯანის დაკვეთით დააკავეს. ის არ უნდა იყოს ციხეში, რადგან ყველამ აღიარა პოლიტიკურ პატიმრად", - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






