"ქართული ოცნება" ამერიკელი სენატორების რჩევებსა და მოსაზრებებს გაითვალისწინებს - კობახიძის განცხადება პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 11:58, 16 Apr, 2021     1342

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რომ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი რჩევები და მოსაზრებები მმართველი პარტიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება. კობახიძის თქმით, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილებული იყო დიალოგის პროცესზე:

„ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან. როგორც მოგეხსენებათ ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომელიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სენატორებს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების, რჩევის მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ჩვენი მხრიდან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42