ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ აქტივისტებთან შეხვედრი შემდეგ მივიდნენ შეთანხმებაზე, რომ დიალოგი "წითელი ხაზების" გარეშე გაგრძელდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ცოტა დამღლელი შეხვედრაც იყო, იყო ძალიან კონსტრუქციული, ძალიან მნიშვნელოვანი. შევეხეთ ყველა საკითხს. ბუნებრივია, ყველა საკითხზე პასუხი ჯერ ვერ გვექნებოდა, თუმცა შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ ამ ამბავში. იყო პრემიერის წარმომადგენელი, ბატონი ლერი ბარნაბიშვილი, 7 ადამიანი პარლამენტიდან. იცით, რომ პარლამენტში იყო ერთი დიდი განხილვა, მრავალსაათიანი და რამდენიმე შეხვედრა იყო პარლამენტში და პარლამენტარების მხრიდან იქ შეხვედრები გაგრძელდება. მემგონი, მთლიანობაში იყო ძალიან კონსტრუქციული იმიტომ, რომ მართალია, თქვენგან საუბარში ინტერვიუში ერთ-ერთმა წარმომადგენელმა წითელი ხაზი მაინც ახსენა, მაგრამ შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ", - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






