2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა - "თბილისი ენერჯის" პრესკონფერენცია
პოლიტიკა - 14:43, 15 Apr, 2021     926
გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში, უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით, თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები. პრესკონფერენციაზე კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს. კომპანიის ინფორმაციით 2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად, ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.პრესკონფერენციას ენერგო ომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი დაესწრო. ენერგო ომბუდსმენის განცხადებით მსგავსი აქტივობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით კომპანიის მხრიდან მისასალმებელია. კომპანია თბილისი ენერჯი შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო მოხმარების წესებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით - „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს". გაზის უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქცია.
აუცილებელია! ყოველ წელს დაუშვათ შპს „თბილისი ენერჯის" სპეციალისტი თქვენს კუთვნილ ფართში და შეამოწმებინოთ გაზის ქსელის და დანადგარების ტექნიკური გამართულობააუცილებელია! თქვენი კუთვნილი ფართის გაქირავების შემთხვევაში შპს „თბილისი ენერჯის" სპეციალისტის მიერ მოხდეს გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმებააუცილებელია! სახლიდან გასვლილას სახლში არსებული გაზის ონკანების დაკეტვა
კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების თვითნებური მოტაჟი, გადაადგილება ან დაერთებაკატეგორიულად აკრძალულია! უსაფრთოების მიზნით გათიშული გაზის ქსელი ან დანადგარების თვითნებური ჩართვა!კატეგორიულად აკრძალულია! გაზის დანადგარების მოხმარება ჩამკეტი მოწყობილობების გარეშეკატეგორიულად აკრძალულია! ანთებული გაზის დანადგარების უმეთვალყურეოდ დატოვება.კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის ხელსაწყოების დამონტაჟება სარდაფებში.სასტიკად აკრძალულია და არ შეიძლება! გაზის დანადგარების მონტაჟი სველ წერილებში.დაუშვებელია! გამათბობელის ან წყალგამაცხელებელის გამწოვი მილის დაერთება საკვამლე და სავენტილაციო არხებზე.დაუშვებელია! წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის საკვამლე მილის დამონტაჟება სადარბაზოში.დაუშვებელია და სიცოცხლისთვის საშიშია! ისეთი ტიპის წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის მონტაჟი რომელსაც არ აქვს საკვამლე მილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42