რადიკალიზაციის პროცესში თავიდან ფეხებამდე ჩაფლული ოცნების ფსევდო დეესკალაციის ლეგენდას ძირი გამოეცალა - გახარიას გუნდში წასული დეპუტატი
პოლიტიკა - 13:12, 15 Apr, 2021     1064

ოცნებიდან გახარიას გუნდში წასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში მმართველ პარტიას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა და კომპრომისის ჩვენება დეესკალაციის მიზნით, თუმცა ოცნება რადიკალიზციის პროცესში თავიდან ფეხებამდეა ჩაფლული და დეესკალაციის მცდელობაც არ აქვს:

"იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც იმედგაცრუებას გამოთქვამს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის ხარისხზე, რაც გამოიხატა პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაყენებით. (აღარაფერს ვამბობ ოპოზიციის მიმართ იმავე შეფასებაზე დეპარტამენტის მხრიდან, მათ ისედაც არასოდეს ყოფნიდათ პასუხისმგებლობა).

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ სახელისუფლებო ძალებს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისად მეტი კომპრომისის ჩვენება პროცესის დეესკალაციის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ეს არის უკვე მეორე სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვეუბნება, რომ " მმართველ პარტიას და ოპოზიციას ჯერ არ გამოუხატავს სურვილი და ნება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს."

მსგავსი შეფასებების ფონზე, პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში თავიდან ფეხებამდე ჩაფლული მმართველი პარტიის მიერ ამ პროცესის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ფსევდო დეესკალაციის ლეგენდასაც ძირი გამოეცალა.

ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, როდესაც ვამბობ, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნების, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, აღარ არის თანხმევდრაში ამავე ხალხის ინტერესებთან!" - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42