ხელისუფლების პოზიციით ისაუბრეს - ოპოზიცია თვლის, რომ გახარიას ახალი გუნდი ივანიშვილის გეგმის ნაწილია
პოლიტიკა - 12:43, 15 Apr, 2021     1161

ოპოზიციური სპექტრი გახარიას ახალი გუნდის შექმნას სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ ივანიშვილის თამაშის ნაწილია და ხელისუფლებას სრულფასოვან ოპონირებას ვერ გაუწევს:

"არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ამ ხალხისგან გზავნილი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მათ მისცემდა ხელისუფლების ოპონენტების სტატუსს საზოგადოების თვალში არ მოგვისმენია. არც გათავისუფლებაზე ამ ადამიანების, რომ განიმუხტოს კრიზისი. პოზიცია არ აქვთ არც ვადამდელ არჩევნებზე, არც უნდობლობაზე მთავრობის მიმართ, ამიტომ ამ ეტაპზე ნამდვილად ლეგიტიმურია ვერსია, რომ ეს არის ივანიშვილის გეგმა, რომ ვისაც სრხცვენია, რომ ღარიბაშვილს მისცას ხმა, იქნება ამას მისცეს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე თითოეული კომენტარით, იმიტომ, რომ თუ ნამდვილი ოპოზიციონერობა გინდა, მაშინ უნდა გასცე პასუხები ძალიან კითხვაზე და მათ ამ კითხვებზე არა თუ პასუხი გასცეს, არამედ ხელისუფლების პოზიციით ისაუბრეს" - აღნიშნა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მათი პირველი განცხადებები ძალიან გაურკვეველია და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ განცხადებებს. ასე რომ, მითი იმის შესახებ, რომ გახარიამ გაიღვიძა და ამ 6 კაცმა გაიღვიძა და უცებ პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, ამის ილუზია არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი სათადარიგო სვლა ბატონი ივანიშვილის, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ოცნების დეპუტატებმა მმართველი გუნდი დატოვეს და გახარიას შეუერთდნენ, რომელიც ახალ პარტიას მალე წარუდგენს საზოგადოებას.

ოცნებიდან წასული დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი არიან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42