"იმედგაცრუებული ვართ.." , - ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს - განცხადებას ამერიკის ხმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის შემდეგ აქვეყნებს.
როგორც ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითულობთ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, რათა კომპრომისი იქნას მიღწეული.
"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას.
კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






