"ევროპული საქართველო" ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა
პოლიტიკა - 20:18, 14 Apr, 2021     1295

"ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ , პარტია დატოვა - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

"დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის, - წერს კიკნაველიძე.

აქვე გეტყვით, რომ "ევროპული საქართველო" კიკნაველიძის გარდა პარტიის არაერთმა წევრმა და ლიდერმა დატოვა, მათ შორის, ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ, ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საკრებულოს წევრმა გოკა გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და სხვებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42